ეკონომიკის დარგებზე გაცემულ სესხებში ყველაზე დიდი წილი მრეწველობაზე მოდის

საქართველო, თბილისი - 13:08 | 19.02.2016
ნანახია: 1266

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკის დარგებზე გაცემულ სესხებში ყველაზე დიდი წილი აქვთ მრეწველობას (12.5%), ვაჭრობას (11.4%) და უძრავი ქონებით ოპერაციებს (4.0%).

Policy and Management Consulting Group-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, გაცემული სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მრეწველობის სექტორსა (19.4%; 307.1 მლნ.ლარი) და უძრავი ქონებით ოპერაციებზე (36.5%; 162.3 მლნ. ლარი), ხოლო შემცირებულია ვაჭრობის სექტორზე (-11.3%; 220.8 მლნ. ლარი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე