დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 19.02.2016
ნანახია: 1238

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარში 166 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 19 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 30 მლნ. აშშ დოლარი (46 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 137 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 34 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 30, 35 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2015 წლის იანვარში 25 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე