იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 137 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 19.02.2016
ნანახია: 1293

2016 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 137 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარი იყო (38 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 99 მლნ. აშშ დოლარი (18 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 31 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი (2015 წლის იანვარში შესაბამისად 26, 39 და 23 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21 პროცენტი (2015 წლის იანვარში 16 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე