იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 %-ითაა შემცირებული

საქართველო, თბილისი - 11:20 | 19.02.2016
ნანახია: 1266

2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 405 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2011-2016 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე