ოთარ დანელია იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:12 | 19.02.2016 ნანახია: 1236საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და მეტყევეობის პოლიტიკის მინისტრს, მაურიციო მარტინას შეხვდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნას შორის არსებული თანამშრომლობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის შეხვედრა პირველად იმართება.
შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობი დარგში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურდ მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციასა და საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იდენტიფიცირებაზე. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის იტალიის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ოთარ დანელიამ იტალიელი კოლეგა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მოიწვია.
იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაურიციო მარტინამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იტალიის გამოცდილების გაზიარება სოფლად განვითარების, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის კონტროლის სისტემის, მევენახეობის, ენეოლოგიის, აკვაკულტურის, ფიტოსანიტარიის, ასევე აგროტურიზმის, აგროდაზღვევისა და ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანად მოძიებისა და გამოყენების მიმართულებებით.
იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა