"თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას"

საქართველო, თბილისი - 11:07 | 19.02.2016
ნანახია: 1390

 

თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული კითხვები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

"მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთი, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე