IV კვარტალში iPhone-ზე მოთხოვნა შემცირდა, ზოგადად სმარტფონებზე კი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 19.02.2016
ნანახია: 1287

2015 წლის IV კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი 9,7 %-ით გაიზარდა. როგორც კომპანია Gartner-ის კვლევიდან ირკვევა, ზრდის მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი იყო.

2015 წლის IV კვარტალში მსოფლიოში 403,1 მლნ სმარტფონი გაიყიდა.

კვლევის მიხედვითვე, პირველად დაფიქსირდა iPhone-ს გაყიდვების შემცირებაც. აღნიშნულმა მაჩვენებელმა IV კვარტალში 4,4 %-ი შეადგინა.

სამაგიეროდ IV კვარტალში კარგი მონაცემები აქვს Huawei Technology Co-ს, რომლის გაყიდვების მაჩვენებელიც 53 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში Samsung-ის ბაზრის წილი 20,7 %-ი იყო, Apple-ს 17,7 %-ი, Huawei-ს 8 %-ი, Lenovo-სი 5 %-ი, Xiaomi-ს 4,5 %-ი, ხოლოსხვა დანარჩენი კომპანიების წილმა 44,1 %-ი შეადგინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე