სირიელი ქურთები თურქეთს ”დიდი ომით” დაემუქრნენ

საქართველო, თბილისი - 09:43 | 19.02.2016
ნანახია: 2074

რუსეთი სირიაში თურქეთის შეჭრის შემთხვევაში ქურთ მებრძოლებს დაიცავს. ამიტომ ანკარის მგსავსმა ნაბიჯმა შესაძლოა, ”დიდი ომი ” გამოიწვიოს. ამის შესახებ მოსკოვში სირიელი ქურთების წარმომადგენელმა როდი ოსმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

”რუსეთს მწვავე რეაქცია ექნება სირიაში შეჭრის შემთხვევაში. ეს ეხება არამხოლოდ ქურთებს, ის სირიის ტერიტორიულ მთლიანობასაც დაიცავს”, - განაცხადა ოსმანმა.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები დახმარებას უწევენ ქურთ მებრძოლებს, რომლებიც ალეპოს პროვინციაში თურქეთის საზღვართან ბრძოლას აწარმოებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე