თურქეთი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას
საქართველო, თბილისი - 13:46 | 18.02.2016 ნანახია: 1657„არ არსებობს მინისტერიალი, ან რამე ფორმალური ან არაფორმალური შეკრება ნატოს ფარგლებში, სადაც თურქეთის ორივე მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცალსახად არ აყენებდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას. თინათინ ხიდაშელს გადაცემის წამყვანმა შეკითხვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადების შესახებ დაუსვა, რომლის თანახმადაც, ნატოს სამიტზე თურქული მხარე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს დასვამს.
„ბატონი მევლუთი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ჯერ კიდევ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა მას ამისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრად სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო ანტალიის სამიტის წინ და გვახსოვს ყველას მისი ძალიან მკვეთრი განცხადებები, რომ შემდეგი სამიტის ადგილი უნდა იყოს თურქეთი და შემდეგი სამიტი უნდა იყოს საქართველოზე ნატოს გაწევრიანების სამიტიო“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოუდგენელი ხასიათის და მასშტაბის მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის ბოლო მინისტერიალზეც.
„მინისტრმა პირდაპირ თქვა, სიტყვასიტყვით გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამას მხარს უჭერს და შემდეგ დაამატა, რომ აპრიორი მხარს ვუჭერთ ყველა წინადადებას და მოთხოვნას, რომელსაც საქართველო ინტეგრაციის მიმართულებით დააყენებსო. ეს, ბუნებრივია, პარტნიორობის დასტურია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტრის განმარტებით, ნატოს წევრ ქვეყნებში დღეს არის მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, მაგრამ ქვეყანაში ამის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. საქართველომ ინტეგრაციისკენ სწრაფვა და რეფორმები უნდა გააგრძელოს და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა