პუტინმა დუმას წარუდგინა შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 23:22 | 14.03.2022
ნანახია: 669

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმაში შეიტანა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის რატიფიკაციის კანონპროექტი. იუწყება "ინტერფაქსი". „შეთანხმებას“ ხელი 2021 წლის 20 სეტქებერს მოეწერა, რომლის თანახამდ, ერთი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გამარტივებული წესით მიიღოს მეორე ქვეყნის „მოქალაქეობა“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ „ორმაგი მოქალაქეობა“, ისარგებლებენ სოციალური შეღავათებით, განათლებით, სამედიცინო მომსახურებით იმ ქვეყნის „კანონმდებლობის“ შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

ამასთან, ნებისმიერ „მხარეს“ უფლება აქვს „ორმაგი მოქალაქეობის სტატუსის“ მქონე პირებს მიანიჭოს შეღავათები და უფლებები, თუ ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

„შეთანხმება ძალაში შევა“ რატიფიკაციის დოკუმენტების გაცვლის შემდეგ. იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე