ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair”–ი საქართველოს ავიაბაზრით ისევ დაინტერესებულია
საქართველო, თბილისი - 12:03 | 18.02.2016 ნანახია: 1453ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair”–ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა,–ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გირგი კვირიკაშვილმა „Ryanair“-ის კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
დეივიდ ობრაიანის განმარტებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.
„დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ,“–აღნიშნა ავიაკომპანია „Ryanair“-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის ბაზარზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული,“–განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა