მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო პლაჟად Grace Bay დასახელდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 18.02.2016
ნანახია: 1322

ტურისტული სერვისის TripAdvisor-ის გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო პლაჟი Grace Bay-ა. როგორც The Daily Mail-ი იტყობინება, Grace Bay-მა გამოკითხვით პირველი ადგილი დაიკავა, ტავად პლაჟი კი კუნძულ ტერკსიზე განთავსებული, რომელიც თავის მხრივ ატლანტიკის ოკეანეშია განტავსებული.

რეიტინგში, მეორე ადგილზე ბრაზილიაში მდებარე Baia do Sancho.

„ტოპ-3“-ში მოხვდა ასევე, კუბაში მდებარე პლაჟი - Playa Paraiso.

რეიტინგის „ტოპ-10“-ში შევიდა ასევე Anse Lazio, Cayo de Agua, Flamenco Beach, Playa de Ses Illetes, Ngapali Beach, West Bay Beach და Nacpan Beach.

გამოკითხვის თანახმად, ევროპის ყველაზე საუკეთესო პლაჟად Playa de Ses Illetes-ი აღიარეს, აფრიკაში - Anse Lazio, ხოლო აზიაში Ngapali Beach-ი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე