რუსეთი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების კოლონების განადგურებით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 18:14 | 12.03.2022
ნანახია: 415

ოკუპანტ რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გაგზავნილი შეიარაღების კოლონა რუსეთის შეიარაღებული ძალების „კანონიერი სამიზნე“ გახდება.

ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ანაცხადა.

„რუსეთმა აშშ გააფრთილას შედეგებზე, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მოყვება. დასავლეთის შეიარაღების კოლონა, რომელიც უგუნურად გადაეცემა უკრაინას, რუსეთის შეიარაღებული ძალების კანონიერი სამიზნე გახდება“, - თქვა აგრესორმა რიაბკოვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-სა და დასავლეთის სანქციების საპასუხოდ პერსოსალური სანქციები უახლოეს ხანებში მომზადდება და გამოქვეყნდება.

ამის გარდა, აგრესორის ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოლაპარაკება განაახლოს აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე თუ ვაშინგტონი ამისთვის მზად იქნება. „არ ვიტყოდი, რომ რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სრულად ძალაში რჩება, რადგან სიტუაცია შეიცვალა“, - დასძინა აგრესორმა რიაბკოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე