რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში, „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ

საქართველო, თბილისი - 17:40 | 12.03.2022
ნანახია: 399

რუსი ოკუპანტები გეგმავენ ხერსონის ოლქში, „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნაზე ე.წ. რეფერენდუმი გამართონ. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი ფეისბუქზე წერს.

მისი თქმით, ოკუპანტები ტელეფონით უკავშირდებიან ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატებს და ეკითხებიან  მზად არიან თუ არა ისინი დამპყრობლებთან თანამშრომლობისათვის.

„მივმართავ ხერსონის საოლქო საბჭოს ყველა დეპუტატს. ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ აცნობიერებთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგებს. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნა ჩვენს მხარეს გადააქცევს უიმედო ხვრელად სიცოცხლისა და მომავლის გარეშე.

არ მისცეთ მათ არც ერთი ხმა! არ მისცეთ მათ არანაირი შესაძლებლობა მოახდინონ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმაცია... უკრაინის ისტორიაში შედით არა როგორც მოღალატეები, რომლებიც არავის სჭირდება, არამედ როგორც ნამდვილი მოქალაქეები , რომელთა სახელებიც მომავალ თაობებს ემახსოვრება“, - ამბობს ხლანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე