ომის გაგრძლებას რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანი ემხრობა - უკრაინის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 12.03.2022
ნანახია: 472

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელებას მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ემხრობიან.

ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრიანულ მედიას განუცხადა.

 „რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დაწყებულია პრობლემები. სინამდვილეში ახლა მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს ომის გაგრძელებას. ყველა დანარჩენი ამის შეჩერებას ცდილობს“, - განაცხადა მან.

 „მხოლოდ ორი ადამიანი  უჭერს ღიად მხარს ომის გაგრძელებას - პუტინი და შოიგუ. რუსეთის გენერალიტეტიც კი წინააღმდეგია“, - დასძინა ბუდანოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე