რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში დაბომბა მეჩეთი, სადაც თავს 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 12.03.2022
ნანახია: 663

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს მეჩეთი ქალაქ მარიუპოლში, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს.

სამინისტროს განცხადებით, მეჩეთში არსებულ თავშესაფარში თურქეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

"სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის ჰიურემ სულთნის მეჩეთი მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა დაბომბეს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიტერში.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, რუსეთის აგრესიას ქალაქში 1582 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მარიუპოლი რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადისა და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი, იწურება სურსათისა და მედიკამენტების მარაგი.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, ქალაქისკენ მიემართება ჰუმანიტარული დახმარების კოლონა. იმედოვნებენ, რომ რუსეთი მორიგჯერ არ შეუშლის ხელს ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე