რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 12 ათასს აჭარბებს - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 14:49 | 12.03.2022
ნანახია: 318

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, 12 მარტის მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 12 ათასს აჭარბებს. ამასთან, მტერს აქვს ტექნიკის დიდი დანაკარგი:

1 205 საბრძოლო ჯავშანმანქანა;

135 საარტილერიო სისტემა;

62 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;

33 საჰაერო სისტემა;

58 თვითმფრინავი;

83 ვერტმფრენი;

585 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;

3 ხომალდი|კატერი;

60 საწვავის ავზი;

7 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

მონაცემები ზუსტდება, რადგან სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე