ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც ახლა განიცდით - ევროპარლამენტარები უკრაინაში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 14:25 | 12.03.2022
ნანახია: 364

რამდენიმე ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას ასტრევიჩუსი უკრაინის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდა. მათ მარიუპოლის მოსახლეობის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვაც ჩაწერეს.

"მარიუპოლელებო, ჩვენ ევროპარლამენტარები, დღეს ლვოვში ვიმყოფებით, ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, თანაგიგრძნობთ. ვგრძნობთ იმ ტკივილს, რომელსაც ახლა განიცდით მარიუპოლში", - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება.

"პუტინი დამარცხდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, მედგრად დადექით", - თქვა აუსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტარები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართვენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე