იტალიის ხელისუფლებმამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 12.03.2022
ნანახია: 293

იტალიის საფინანსო პოლიციის განცხადებით, 11 მარტს იტალიის მთავრობამ რუს ოლიგარქს ანდრეი მელნიჩენკოს სუპერიახტა ჩამოართვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეშენებელური იახტა, სახელწოდებით "SY A", რომლის ღირებულებაც დაახლოებით 530 მილიონი ევროა, იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტეს ნავსადგურში იმყოფებოდა.

იახტის მწარმოებელი კომპანიის Nobiskurg-ის თანახმად, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტა.

ანდრე მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. რუსი ოლიგარქი ფლობს სასუქების მწარმოებელ კომპანია EuroChem Group-ს და ქვანახშირის კომპანია SUEK-ს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მელნიჩენკოს წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, ნათქვამია, რომ ის და კიდევ 36 რუსი ბიზნესმენი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რათა განეხილათ მოსალოდნელი სანქციების გავლენა ეკონომიკაზე.

"ის ფაქტი, რომ მელნიჩენკო მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ის არის პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და მხარს უჭერს, ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში.

ის არის ერთ-ერთ წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის მთავრობისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე