მელიტოპოლის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 12.03.2022
ნანახია: 281

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით, რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის ქუჩებში ასობით უკრაინელი გამოვიდა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მოქალაქეები, რომელთაც ხელთ უპყრიათ უკრაინის ეროვნული დროშები, სკანდირებენ: "გაათავისუფლეთ მერი", "თავისუფლება მერს".

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე