ოკუპანტების ავიადარტყმების შედეგად ვასილკოვში ნავთობის ბაზა იწვის

საქართველო, თბილისი - 13:20 | 12.03.2022
ნანახია: 314

კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ განხორცილებული ავიადარტყმების შედეგად ნავთობის ბაზაში ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსეი კულება ავრცელებს.

კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ვასილკოვის სამხედრო აეროდრომის რაიონში მტერმა 6 რაკეტა ჩამოაგდო.

„ძლიერი დარტმა ვასილკოვში. დღეს, 12 მარტს, დილის 7 საათზე მტერმა სულ მცირე 6 რაკეტა ჩამოაგდო სამხედრო აეროდრომის რაიონში, განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი, ფეთქდება ჭურვები. გაჩნდა ხანძარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე