რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნიჰოვს ინტენსიურად ბომბავს

საქართველო, თბილისი - 12:37 | 12.03.2022
ნანახია: 296

რუსეთის აგრესიის მე-17 დღეს, უკრაინის ქალაქ ჩერნიჰოვს დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოსახლეობა გაზის, წყლისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაცია ჩერნიჰოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდება სარაკეტო დარტყმები ჩერნიჰოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მტერი იყენებს ავიაციას.

„იღუპებიან მშვიდობიანი ადამიანები, არიან დაჭრილები. მტერი დარტყმებს აყენებს იმ ადგილებს, სადაც სამხედროები არ არიან და არც ყოფილან. დღეს მტერმა დარტყმა მიაყენა სასტუმრო „უკრაინას“ სასტუმრო აღარ, მაგრამ უკრაინა არსებობს“, - ამბობს ჩაუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია ჩერნიჰოვის სტადიონიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე