რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 12.03.2022
ნანახია: 348

რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაევში ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის საოლქოს სამმართველოს ხელმძღვანელ მაქსიმ ბეზნოსენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.  

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია „სასწრაფო დახარების მანქანები და შენობის ფანჯრები, მისივე ცნობით, დაცხრილულია პალატები და ექიმების კაბინეტები.

რუსმა ოკუპანტებმა ონკოლოგიური საავადმყოფო ღამით დაბომბეს. უცნობია დაშავებულების რაოდენობა.

ნიკოლაევი პარასკევს საღამოდან რუსი ოკუპანტების მორიგი  საარტილერიო ცცეხლის ქვეშ მოექცა. ტერორისტები ქალაქს „სმერჩებისა“ და „გრადების“ გამოყენებით ბომბავდნენ.

ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანლმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები საავადმყოფოებსა და პანსიონებს ქაოტურად ესროდნენ.

 „მოდიან. ისვრიან და გარბიან. იმყოფებიან სოფლებში, სახლებში და იქიდან გვესვრიან. წესები აღარ არსებობს, ჩვენ მათ წინააღმდეგ ასევე სასტიკად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა კიმმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე