ევროკავშირს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ მზად არ არის ახალი წევრების მიღების წესები შეცვალოს - ოლაფ შოლცი

საქართველო, თბილისი - 10:45 | 12.03.2022
ნანახია: 385

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ მზად არ არის ახალი წვერების მიღების წესები შეცვალოს. „უკრინფორმის“ ინფორმაციით,  ამის შესახებ მან ვერსალში ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 „სიტუაცია ასეთია, არსებობს ევროკავშირში მიღების ძალიან მკაფიო პრინციპები და კრიტერიუმები... არსებობს ეკონომიკური, სამართლებრივი,  ასევე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხები“, - განაცხადა შოლცმა

მან გაიხსენა ასოცირების შეთანხმება, რომელიც უკვე მოქმედებს, მასშტაბური დახმარება, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო და მომავლშიც გაგრძელდება, განვითარების პერსპექტივები, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ შეიქმნება. თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირში მიღების საკითხში კრიტერიუმები ყოველთვის იქნება.

კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინაში სწორად უნდა გაიგონ გზავნილი: ევროკავშირი არა მხოლოდ ეხმარება უკრაინას, არამედ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე დააზიანა მისი ეკონომიკა და აწვდის შეიარაღებას უკრაინას.

ამასთან, შოლცმა განაცხადა, რომ დასავლეთი ომის მონაწილე არ გახდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს ქვეყნებს შორის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე