ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაქციამ გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დღევანდელი აგრესია - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 00:05 | 12.03.2022
ნანახია: 484

2014 წელს ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაქციამ გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დღევანდელი აგრესია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნაზე  განაცხადა.

„დასავლეთსა და მთელ მსოფლიოს ხმა რომ აემაღლებინა 2014 წელს ყირიმში შეჭრის {რუსეთის} წინააღმდეგ, დღევანდელ სურათს მივიღებდით? ნუთუ სამართლიანობა მოქმედებს მსოფლიოს ერთ ნაწილში, და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ გამოავლინა საკმარისი სოლიდარობა და არ გასწია საჭირო დახმარება ამ უსამართლობის აღსაკვეთად“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი აგრესიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, დიპლომატიური ინსტრუმენტები უფრო ეფექტიანად რომ გამოყენებულიყო.

„დღეს ჩვენ ვეჯახებით დამანგრეველი და მტკივნეული პროცესების შედეგებს, რომლის გადაჭრაც მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი, თუ დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებს მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებს, ვხედავთ შეშინებულ ბავშვებს, ნანგრევებად ქვეულ ქალაქებს, როდესაც ვხედავთ, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ჩვენი მწუხარება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“, - განაცხადა ერდოღანმა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე