ვახტანგ კაპანაძე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 15:30 | 17.02.2016
ნანახია: 1690

აქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო. კურსი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ომებისა და სამხედრო ხელოვნების მოდულებისაგან შედგებოდა და მასში მონაწილეობას ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის 50 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. ექვსდღიან სწავლებას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ინსტრუქტორთა ჯგუფი და ეროვნული გვარდიის შტაბი ხელმძღვანელობდა.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. „მიხარია, რომ ეს წვრთნები ძალიან კარგად მიმდინარეობს. შექმნილია რეალური გარემო, თითოეულ სამხედროს ესმის ამოცანა, ესმის მისი გადაწყვეტილების გზები. განიხილება თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეებიც, რაც შესაძლებელია ქვეყანას დაემუქროს,“- აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ იმ სამწლიანი პროგრამის მეორე ეტაპია, რომელიც ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. პირველი სწავლება 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მომდევნო, დასკვნითი ეტაპის განხორციელება კი 2016 წლის აგვისტოში, ეროვნული გვარდიის მასშტაბით იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე