დუისში საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:52 | 17.02.2016
ნანახია: 1643

16 თებერვალს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყეს. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველები, რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ.

პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელებს და იმ ახალგაზრდებს იღებენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე