„ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და 7 ახალ მიმართულებას ამატებს
საქართველო, თბილისი - 11:45 | 17.02.2016 ნანახია: 1699ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს - ამის შესახებ სასტუმრო „ჰოლიდეინში“ ავიაკომპანია „ვიზეარის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციას გამართეს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ტურისტული და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს ბერლინში, მიუნხენში, ლარნაკაში, სოფიაში, მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო კვირაში სამჯერ - სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში. ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება.
ბაზირების და მიმართულებების დამატების შესახებ განცხადება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა.
ავიაკომპანია „ვიზეარის“ ახალი მიმართულებები საქართველოდან:
მიმართულება |
დღე |
დაწყების თარიღი |
მინიმალური ფასები* |
ქუთაისი - ბერლინი |
ორშაბათი, პარასკევი |
23 სექტემბერი 2016 |
EUR 39.99 |
ქუთაისი - მიუნხენი (მენინგემი) |
ორშაბათი, პარასკევი |
23 სექტემბერი 2016 |
EUR 39.99 |
ქუთაისი - მილანი |
ოთხშაბათი, კვირა |
25 სექტემბერი 2016 |
EUR 39.99 |
ქუთაისი - დორტმუნდი |
ოთხშაბათი, კვირა |
25 სექტემბერი 2016 |
EUR 39.99 |
ქუთაისი - სალონიკი |
სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი |
24 სექტემბერი 2016 |
EUR 29.99 |
ქუთაისი - ლარნაკა |
სამშაბათი, შაბათი |
24 სექტემბერი 2016 |
EUR 24.99 |
ქუთაისი - სოფია |
სამშაბათი, შაბათი |
24 სექტემბერი 2016 |
EUR 29.99 |
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნას რეგიონში პირველი ბაზა. „ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორი სტრატეგიითა და მარკეტინგული აქტივობებით ყოველწლიურად იზრდება საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. საგულისხმოა, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთანადის ნახევარზე მეტი არის ტურისტი, რაც ცხადყოფს ამ აეროპორტის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს“ - აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის წარმატებული იქნება. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Wizz Air-ის პოლიტიკის მიხედვით, ბაზირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ბაზირება კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს უშუალოდ აეროპორტში და დამხმარე ინდუსტრიებში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არამხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. Wizz Air-ის მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც საქართველოს, ასევე Wizz Air-ის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანმდევი ეფექტი. ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“ - აღნიშნა ავიაკომპანია Wizz Air-ის
კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა.
უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანიის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.
2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა