„ATA Airlines”-ი და „Qeshm Airlines”-ი თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 10:53 | 17.02.2016
ნანახია: 1500

ირანული ავიაგადამზიდავები „ATA Airlines”-ი და „Qeshm Airlines”-ი თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებენ. ავიაკომპანიებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან შესაბამისი ნებართვები უკვე მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, „ATA Airlines”-ი და „Qeshm Airlines”-ი თბილისი-თეირანის რეისების განხორციელებას მარტიდან დაიწყებენ.

როგორც ცნობილია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, „ტავ ჯორჯია“, ქართულ ბაზარზე დაბრუნებისთვის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე „Mahan Air”-თანაც.

„ATA Airlines“ საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას 2011 წლიდან ახორციელებს. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების განახლებას 26 თებერვლიდან გეგმავს. რაც შეეხება მეორე ირანულ ავიაკომპანია „QESHM Air“-ს, იგი ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი მოთამაშეა და პირველი რეგულარული ფრენის შესრულებას 2016 წლის 15 მარტს გეგმავს. ფრენები თანამედროვე A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე