Cityscape Global-ზე საქართველოს Royal Group-ი წარადგენს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 17.02.2016
ნანახია: 1483

Cityscape Global-ზე საქართველოს Royal Group-ი წარადგენს. როგორც Royal Group-ში განმარტავენ, Cityscape Global არის მსოფლიოს უდიდესი უძრავი ქონების კონფერენციებისა და გამოფენათა ქსელი.

„ეს არის ერთგვარი სავაჭრო შოუ, უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რომელსაც დაესწრებიან ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, დეველოპერები, ხელისუფლების ორგანოები და აღმასრულებელი პირები, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც საჯარო ისე კერძო მშენებლობის განვითარებაში”, აცხადებენ Royal Group-ში.
გამოფენაზე, რომელიც 12-14 აპრილს ჩატარდება, წარდგენილი იქნება მსოფლიოს მასშტაბით 1700 ყველაზე წარმატებული და მასშტაბური სამშენებლო კომპანია მსოფლიოს 80 ქვეყნიდან, სადაც Royal Group-ი არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს აღნიშნულ ღონისძიებაზე.
Royal Group-ი წარადგენს თავის 2 მასშტაბურ პროექტს: “Didube Tower”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა საქართველოში, და “ურეკის მარგალიტს”, რომელიც ერთადერთი მრავალსართულიანი კორპუსია ურეკში, შავი ზღვის სანაპიროზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე