ბერძნული გემთფლობელი კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საზღვაო სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 17:08 | 16.02.2016
ნანახია: 1310

საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და  საქართველოს საზღვაო დარგზე ისაუბრეს 16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბერძნული გემთფლობელი კომპანიის (LPL Shipping S.A) წარმომადგენლები  ჯორჯ კარა და პანაგოს ლემო,  ხოლო ქართული მხრიდან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და  დავით ხუციშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

მინისტრის მოადგილეებმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია მიაწოდეს მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემასა და საქართველოს დროშის სახელმწიფო რეესტრზე. ბერძენმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და გამოხატეს საქართველოში სანაოსნო კომპანიის დაფუძნებისა და ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ინტერესი.

ვიზიტის ფარგლებში, ბერძნული კომპანიის წარმომადგენლები ასევე შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს საზღვაო დარგის წარმომადგენლებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე