მე არ ვარ "ც", მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:43 | 28.02.2022
ნანახია: 742

მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

"მე ვარ ამ მთავრობის წევრი. პრემიერ-მინისტრის მიერ ამ მთავრობაში დანიშნული ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც სამწუხაროდ, გაიშალა ჩვენს კონტინენტზე და ამ შემთხვევაში, უკრაინაში, საეჭვოა, ამის გაჩერება შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა. საეჭვოა! ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს!“, - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე