ევროკავშირი უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს - ბორელი

საქართველო, თბილისი - 01:54 | 28.02.2022
ნანახია: 258

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ საბრძოლო იარაღის მიწოდებას, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საბრძოლო მასალაზე. ჩვენ მივაწვდით უახლოეს შეიარაღებას ბრძოლის საწარმოებლად“, - განაცხადა ბორელიმ.

მისი თქმით, უკრაინამ მოითხოვა გამანადგურებლები და რამდენიმე ქვეყანას შეუძლია გაუგზავნოს ისინი.

ამასთან, ევროკავშირი უკრაინას ლეტალურ იარაღსა და აღჭურვილობას მიაწვდის.

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ამ დახმარების მიზანია, ლეტალური იარაღის მიწოდება გმირული უკრაინის არმიისთვის, რომელის სასტიკ წინააღმდეგობას უწევს რუს დამპყრობლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე