გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და Stinger-ის საზენიტო რაკეტებს 28 თებერვლიდან მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 23:08 | 27.02.2022
ნანახია: 429

გერმანია ხვალიდან უკრაინაში იარაღის მიწოდებას იწყებს, - ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდუზენი იტყობინება. მისი თქმით, უკრაინა მიიღებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და Stinger-ის საზენიტო რაკეტებს.  

„ვფიქრობ, ხვალ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და „სტინგერებს“ მივაწვდით.  ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ პოლიტიკა რუსეთის მიმართ. და ეს არ არის გერმანიის პოლიტიკის ცვლილებების დასასრული“, – აღნიშნა ანკა ფელდუზენმა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდგებოდა უკრაინაში შეიარაღების გაგზავნას, Stinger-ის 500 საზენიტო რაკეტისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ასევე გერმანია ნიდერლანდებს დათანხმდა უკრაინაში გაგზავნოს 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე