ევროკავშირში Russia Today და Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 21:38 | 27.02.2022
ნანახია: 348

ევროკავშირში Russia Today და Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალა, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

„ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანებს ევროკავშირში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებს. ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე