ევროკავშირმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დახურა

საქართველო, თბილისი - 21:08 | 27.02.2022
ნანახია: 310

ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე