Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

საქართველო, თბილისი - 19:26 | 27.02.2022
ნანახია: 278

Wizz Air-ის რუსეთის ქალაქების მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ იუწყება.

"გვსურს გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით (სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი).

იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.

ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე