ირლანდია მხარს დაუჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას

საქართველო, თბილისი - 18:03 | 27.02.2022
ნანახია: 339

ირლანდიის ევროპის საკითხთა მდივანმა ტომას ბირნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატურის განხილვის შესახებ მხარს დაუჭერს. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

აღნიშნული განცხადება ბირნმა ზელენსკის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გადამწვეტი მომენტი დადგა.

პოლონეთმა, სლოვენიამ და ლიეტუვამ, ასეე განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადს მხარს დაუჭერს.

„უკრაინაში აქვთ თავისუფლება. მათ შეუძლიათ ხმა მისცენ მათ, ვინც მოსწონთ, შეუძლიათ ილაპარაკაონ ის, რაც მოსწონთ. მთავრობას უნდა, რომ ეკონომიკა აყვავდეს. რუსეთში არ შეგიძლიათ ხმის მიცემა მისთვის, ვინც მოგწონთ, არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, ის, რაც მოგწონთ, ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია... არის ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანი და მომავლში უფრო უარესი იქნება“, - განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.

 „ამიტომ უკრაინას უნდა ის, რაც არ არის რუსეთში და სურს ის, რაც არის ჩვენთან, ვფიქრობ, რომ მათ ამისი უფლება აქვთ... და ჩვენ, ირლანდიაში  უდავოდ მხარს დავუჭერთ მათ მისწრაფებებს“, - დასძინა ბირნმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე