რუსეთის დასჯის ორი ვარიანტია: ან სანქციები, ან მესამე მსოფლიო ომი - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 01:25 | 27.02.2022
ნანახია: 367

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დასჯის ერთადერთი საშუალებაა სანქციები, რათა არ დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. ამის შესახებ ბაიდენმა ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება CNN.

„ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: ან დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ჩავებათ ფიზიკურად რუსეთთან ომში, ან მეორე: დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ამისთვის გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.  

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო მაღალ ფასს გადაიხდის როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპეტქივაში  და დასძინა, რომ ეს კონფლიქტი ევროპასა და ნატო-ს უფრო მეტად აახლოებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე