ბრიტანეთი რუს ოლიგარქებს უმკაცრეს სანქციებს უმზადებს

საქართველო, თბილისი - 00:17 | 27.02.2022
ნანახია: 288

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა შეადგინა რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც სანქციებს დაექვემდებარებიან. იუწყება The Times.

ტრასმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში შეზღუდვები დაუწესდება კლეპტოკრატების უფრო მეტ რაოდენობას. „თქვენთან მოვიდვართ“, - თქვა ტრასმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც ლონდონის იურიდიულ ფირმებს იყენებდნენ, ვერსად დაიმალებიან.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე გამოაცხადა ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები, როგორიც რუსეთს არასდროს უნახავს.

აქტივები გაეყინა და მოგზაურობა აეკრძალა რვა ოლიგარქს, ასევე 100-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და შვილობილ კომპანიებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე