გერმანია უკრაინას Stinger-ის 500 საზენიტო რაკეტას გადასცემს

საქართველო, თბილისი - 22:51 | 26.02.2022
ნანახია: 297

გერმანიის მთავრობა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდგებოდა უკრაინაში იარაღის გაგზავნას, უკრაიანის შეიარაღებულ ძალებს 500 საზენიტო რაკეტა Stinger-ს გადასცემს.

ბერლინში აღნიშნავენ, რომ შეიარაღება უკრაინაში უმოკლეს პერიოდში ჩავა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხეს უქმნის ჩვენს წესრიგს. ამ სიტუაციაში ჩვენი მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას ვლადიმირ პუტინის არმიისგან თავი. გერმანია მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ასევე გერმანია ნიდერლანდებს დათანხმდა უკრაინაში გაგზავნოს 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე