იმდენს ვიბრძოლებთ, რამდენიც ქვეყნის გასათავისუფლებლად დაგვჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 22:36 | 26.02.2022
ნანახია: 255

იმდენს ვიბრძოლებთ, რამდენიც ქვეყნის გასათავისუფლებლად დაგვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს.

"ჩვენი მზაობით, ერთიანობით, თანადგომითა და გამჭრიახობით, რომელიც სამშობლოს დასაცავად გამოვხატეთ, მტრის მიერ ჩვენი სამშობლოს ოკუპაციისთვის შემუშავებული გეგმა ჩააფლავა. მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები, დაუმარცხებლები, ჭკვიანები, ამასთან ისინი საკუთარი სამშობლოსა და მიწის ერთგულები არიან. ისინი სამშობლოს არავის დაუთმობენ.

რამდენიმე საათის წინ უკრაინის მეგობარი ქვეყნების ლიდერებს ვესაუბრე. განსაკუთრებით კარგი ამბებია იტალიიდან, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, პრეზიდენტ ერდოღანის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი გადაწყვეტილება რუსული გემების შავ ზღვაში არ შემოშვების შესახებ, მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა. მან ეს გააკეთა.

პრეზიდენტმა ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთთან მოლაპარკებების შესახებ განაცხადეს, რაც პოზიტიური სიგნალია. ამასთან ჩვენმა დიპლომატებმა უკრაინის SWIFT-დან გასათიშად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს. შედეგი მიღწეულია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სრულიად სამართლიანია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ლაჩრული შემოჭრა მილიარდები დაუჯდება. მინდა გითხრათ, იმდენს ვიბრძოლებთ, რამდენიც ქვეყნის გასათავისუფლებლად დაგვჭირდება. მაშინაც კი, როცა ბავშვები თავშესაფრებში იბადებიან, სადაც ინტენსიური სროლებს ემალებიან. მტერს გამარჯვების მცირე შანსიც არ აქვს. გამარჯვებამდე. დიდება უკრაინას! , - აცხადებს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე