გერმანია უკრაინაში იარაღის გაგზავნას დათანხმდა

საქართველო, თბილისი - 21:27 | 26.02.2022
ნანახია: 228

გერმანია ნიდერლანდებს დაეთანხმა უკრაინაში გაგზავნოს 400 რეაქტიული ყუმბარმტყორცნი რუსი აგრესორების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მოწმობს ბერლინის სამხედრო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან ზეწოლის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ამ დრომდე გერმანია არ იძლეოდა ნებართვას მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე უკრაინაში. გერმანიის პოზიცია შეიცვალა დასავლელი მოკავშირეების მზარდი მობილიზაციის ფონზე, რომლებიც უკრაინაში სულ უფრო მეტი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას უჭერენ მხარს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სწრაფად გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას, რამდენადაც იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი წარმოებულია გერმანიაში, რაც ბერლინს აძლევს კანონიერი კონტროლის საშუალებას მათ გაგზავნაზე.

თუმცა, ბერლინის პოზიციის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ იარაღის მიწოდების ყველა საკითხი გადაიჭრება, რადგან თოთოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე