უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები - ანჯეი დუდა

საქართველო, თბილისი - 19:04 | 26.02.2022
ნანახია: 375

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოდის.

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – წერს დუდა ტვიტერზე.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.

„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე