თურქეთმა რუსული სამხედრო გემების შავ ზღვაში გასვლა აკრძალა - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 26.02.2022
ნანახია: 452

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დააწესა აკრძალვა რუსული სამხედრო გემების შავ ზღვაში გავლაზე.

დეტალებს ზელენსკი არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ, საქმე [რუსული სამხედრო გემებისთვის] ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დახურვას უნდა ეხებოდეს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰიმანუტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს", - წერს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე