უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ - კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია

საქართველო, თბილისი - 18:25 | 26.02.2022
ნანახია: 482

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით", - აცხადებენ კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ჰერცოგინია ქეით მიდლტონი.

"2020 წლის ოქტომბერში ჩვენ გვქონდა პრივილეგია, შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკის და პირველ ლედის და გაგვეგო მათი რწმენა და ოპტიმიზმი უკრაინის მომავლის მიმართ. დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის", - წერს სამეფო წყვილი სოციალურ ქსელში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე