დემოკრატიის ცაზე აგრესორის თვითმფრინავების ადგილი არ არის - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 17:08 | 26.02.2022
ნანახია: 297

ესტონეთმა რუსულ ავიაკომპანიებს თავის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიის ცაზე აგრესორის თვითმფრინავების ადგილი არ არის.

კაია კალასმა მოუწოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, დახურონ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.

მანამდე საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

"მოვუწოდებ ჩვენს ბალტიისპირელ კოლეგებს, რომ იგივე გააკეთონ, რათა რუსეთი მოკვეთონ ევროპული საჰაერო სივრციდან. ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მტკიცე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. დიდება უკრაინას!" - თქვა მინისტრმა.

რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე უკვე დახურეს პოლონეთმა, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე