სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა ლა მანშის სრუტეში რუსული სატვირთო ხომალდი დააკავა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 26.02.2022
ნანახია: 216

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა, ლა მანშის სრუტეში, სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი სატვირთო ხომალდი დააკავეს.

საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ხომალდი ევროკავშირის სანქციების ფარგლებში იქნა დაკავებული და ის ბულონ-სურ-მერის პორტში გადაიყვანეს.

"127 მეტრის სიგრძის ხომალდი Baltic Leader, რომელიც ავტომანქანებით იყო დატვირთული, ღამით საფრანგეთს საზღვაო ფლოტმა დააკავა და ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის პორტში გადაიყვანა", - იუწყებიან ოფიციალური პირები.

გავრცელებული ცნობით, ხომალდის დაკავების განკარგულება საფრანგეთს მთავრობამ გამოსცა, რადგან სავარაუდოდ, იგი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ექვემდებარება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს.

საფრანგეთში რუსეთის საელჩო საფრანგეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე