დუმის სპიკერის თვითმფრინავი შვედეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცეში არ გაატარეს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 26.02.2022
ნანახია: 340

რუსეთის თვითმფრინავი, რომელშიც რუსეთის დუმის დელეგაცია, დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის მეთაურობით, კუბიდან ბრუნდებოდა, შვედეთის და ფინეთის საჰაერო სივრცეში არ გაატარეს. იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“ დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებაზე დაყრდნობით.

სლუცკის განცხადებით, თვითმფრინავი იძულებული გახდა შემოვლითი გზებით დაბრუნებულიყო რუსეთში.

რუსული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კუბასა და ნიკარაგუაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე