ესტონეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 26.02.2022
ნანახია: 235

ესტონეთი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტავი აასმა მედიას განუცხადა.

„ესტონეთი შეუერთდა პოლონეთის ინიციატივას და ყველა რუსულ ავიაკომპანიას აუკრძალა ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება“, - განაცხადა აასმა.

აასმა ბალტიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ ჩვენს ბალტიელ კოლეგებს, გააკეთონ იგივე, რათა ჩამოშორდეს რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცეს“, - აღნიშნა აასმა.  

„ევროპა უნდა იყოს ერთიანი და მტკიცე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა აასმა.

შეგახსენებთ, 26 თებერვლიდან ბულგარეთმა რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავებს, მის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა.

მანამდე რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს პოლონეთმა და ჩეხეთმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე